ქეიფთან დაკავშირებული პატარა ისტორია.
მარიამობა დღეს ქოლოსიდან ვბრუნდებოდით და ჩემს ზესტაფონელ მამიდას გზაში შეხვდა ვიღაც მთვრალი შქმერელი კაცი ისიც ზესტაფონში მცხოვრები. გადაეხვივნენერთმანეთს მიულოცეს მარიამობა და ამ კაცმა თქვენს დასაპატიჯებლად მოვდიოდი და წამოდით ეხლავე ჩემთანო. ძალიან უარზეც არ დავმდგარვართ წვედით დიდიან პატარიანა.
რო მივედით გაოცებისგან ლამის პირი დავაღეთ ისეთი სუფრა იყო გაშლილი. "ჩიტის რძე" არ აკლდა იქაურობას.
ლამის გული აგვიჩუყდა ეს რა დახვედრა მოგვიწყეს თქო
სასწრაფოდ მივუჯექით სუფრას და მოვულხინეთ. ერთი კი გადავხედეთ და მივესალმეთ კუთხეში ატუზულ ოჯახის დიასახლისს და მის ქალიშვილებს, რომლებიც მთელი ჩვენი იქ ყოფნის მანძილზე ესევე დარჩნენ აწურულები და უხერხულად მომღიმარენი.
ნაირნაირი თევზეულობა, ხიზილალა შემწვარ მოხრაკული მართლა თვალს ახარებდა. მაღალმთიან სოფელში სადაც მანქანაც კი იშვიათად ამოდიოდა 1 თვით გამოკეტილებისთვის ეს დაუჯერებელი პურ-მარილი იყო.
ჩვენი ნასვამი მასპინძელი ბედნიერი ღიმილით შეს
...
კითხვის გაგრძელება »