მარიამობა დღეს ქოლოსიდან ვბრუნდებოდით და ჩემს ზესტაფონელ მამიდას გზაში შეხვდა ვიღაც მთვრალი შქმერელი კაცი ისიც ზესტაფონში მცხოვრები. გადაეხვივნენერთმანეთს მიულოცეს მარიამობა და ამ კაცმა თქვენს დასაპატიჯებლად მოვდიოდი და წამოდით ეხლავე ჩემთანო. ძალიან უარზეც არ დავმდგარვართ წვედით დიდიან პატარიანა. რო მივედით გაოცებისგან ლამის პირი დავაღეთ ისეთი სუფრა იყო გაშლილი. "ჩიტის რძე" არ აკლდა იქაურობას. ლამის გული აგვიჩუყდა ეს რა დახვედრა მოგვიწყეს თქო სასწრაფოდ მივუჯექით სუფრას და მოვულხინეთ. ერთი კი გადავხედეთ და მივესალმეთ კუთხეში ატუზულ ოჯახის დიასახლისს და მის ქალიშვილებს, რომლებიც მთელი ჩვენი იქ ყოფნის მანძილზე ესევე დარჩნენ აწურულები და უხერხულად მომღიმარენი. ნაირნაირი თევზეულობა, ხიზილალა შემწვარ მოხრაკული მართლა თვალს ახარებდა. მაღალმთიან სოფელში სადაც მანქანაც კი იშვიათად ამოდიოდა 1 თვით გამოკეტილებისთვის ეს დაუჯერებელი პურ-მარილი იყო. ჩვენი ნასვამი მასპინძელი ბედნიერი ღიმილით შესცქეროდა ჩვენს დაუღალავ "მოღვაწეობას" ბოლოს უკვე აღარაფრის თავი, რომ არ გვქონდა და ძლივსღა ვსუნთქავდით წამოვიმართეთ და დანანებით გადავხედეთ რამდენიმე კერძს რომელსაც უბრალოდ ვეღარ მოვერეოდით. სუფრა თითქმის ცარიელი იყო. კმაყოფილი სახეებით გამოვედით კარში .ჭიშკართან ვიღაც გადაპრანჭული ხალხი შემოლაგდა, ფერწასული ცოლ-შვილი დიდის ამბით მიეგება. როგორც მერე მივხდით ვიღააცეებს ელოდნენ, სხვები ყავდათ დაპატიჟებულები და რადაგნ მასპინძელი ნასვამი იყო ზესტაფონელ-შქმერელი მეზობლის დანახვა ისე გაეხარდა ჩვენ მიგვიპატიჟა. აბა ცოლი რაღას იტყოდა ადექით გენაცვალე თქვენ არ გელოდებოდითო?ჰოდა სიმწრის ღიმილით უყურებდა როგორ "ვნთქავდით" ყველაფერს. მერე გზაში როცა მივხვდით ამას ყველაფერს თან მეცოდებოდა ის ქალი თან ლამის გავიგუდე სიცილით.