იგი აგებულია ფრანგი არქიტექტორის ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდის მიერ 1886 წელს – ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 100 წლისთავზე. ერთ-ერთი ვერსიით ქანდაკების ნატურად ბარტოლდიმ გამოიყენა იზაბელა ბოიერი, ცნობილი საკერავი მანქანების გამომგონებლის ისააკ ზინგერის ცოლი. ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქანდაკების პედესტალი უნდა აშენებულიყო ამერიკაში, ხოლო თვით ქანდაკება კი– საფრანგეთში. ამ ქანდაკების აშენება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ამ თანხის შესაგროვებლად ტარდებოდა მრავალი საქველმოქმედო კინცერტი თუ შეჯიბრი, გროვდებოდა შემოწირულობები. ბარტოლდიმ დახმარება სთხოვა ცნობილი ეიფელის კოშკის შემქმნელს – გიუსტავ ეიფელს, რომელმაც შექმნა კარკასი. ქანდაკება 350 ნაწლილისგან შედგება და ეს დეტალები 412 ყუთში მოათავსეს და ისე ჩამოიტანეს საფრანგეთიდან, რის შემდგომაც 4 თვის განმავლობაში აწყობდნენ. თავისუფლების ღვთაებას მარჯვენა ხელში ჩირაღდანი უჭირავს,
... კითხვის გაგრძელება »
მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ ხალხის წინაპრებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის. ჰონდურასისა და გვატემალას ტერიტორიაზე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. ცივილიზაცია, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ძველბერძნულ, ჩინურ, ბაბილონისა თუ რომის ცივილიზაციებს, თუმცა ამ ხალხს თავიანთი ძველი დიდების ნაშთიც კი არასდროს უნახავს…მას მაიას უწოდებენ. უჩვეულო ცივილიზაცია წარსულის ყველა დიდი ცივილიზაციის წარმოშობა და განვითარება მდინარეს, წყალს უკავშირდება. ჩინელებმა ერთ დიდ სახელმწიფოდ გაერთიანება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლელიდან ჩინეთის ორი უდიდესი მდინარის – ხუანხესა და იანძის გასწვრივ დაიწყეს
... კითხვის გაგრძელება »