,,ზოგიერთების საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ თუ ტრადიციულსა და ნაციონალურს გვინდა ხაზი გავუსვათ, მაშინ ქართველ კაცს უნდა ჰქონდეს ოდნავ გრძელი, და ამასთან აუცილებლად შავი ფერის»! _ განაცხადა ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან ხურციძემ საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე. ,,თუ ასეა საქმე, მაშინ არც ქართველ ქალბატონებს აწყენდათ წელს ქვემოთ ჩასუქება», _ შეეპასუხა მას პარლამენტარი კოტე გაბაშვილი.
,,ბატონებო, რა ნაცვალსახელებით საუბრობთ, დააკონკრეტეთ, თორემ დაიბნა ხალხი», - რეპლიკა გაისმა სხდომათა დარბაზში.
მხოლოდ რეპლიკის შემდეგ გაირკვა, რომ მაჟორიტარი ბეჟან ხურციძე რუსეთში საქართველოს იმ დროისთვის ახლადდანიშნული ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის საქციელის გამო ბრაზობდა.
,,ვალერი ჩეჩელაშვილი, საკუთარი ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ,,რწმუნებათა სიგელის» გადაცემის ცერემონიაზე, ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილი მივიდა. Eეს ინიციატივა თავისთავად მისასალმებელია, მე ვაყენებ წინადადებას, რომ ყველა ოფიციალურ შეხვედრებზე ქართველი ჩინ
...
კითხვის გაგრძელება »