"მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატნია." _____________________________________________________________________________________________________________
"სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები აფხაზს მეძახდნენ, ხოლო აფხაზები ქართლელების მსტოვარს მიწოდებდნენ ბაგრატოვან ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ. ჩვენში ყოველ ნაბიჭ_ვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას_სარდლობა."