დავიბადე 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში; უფრო სწორად, ჩოხში არა.
ჩოხი ითვლებოდა წმინდა ადგილად. ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი არის იქ და არ შეიძლება მშობიარობა (არც ადრე შეიძლებოდა, რა თქმა უნდა).
ამიტომ დედაჩემი წავიდა ზევით მთაში თავის დედ–მამასთან, სოფელ ბურსაჭირში, მაგრამ იქამდე ვერ მივაღწიე და გზაში გავჩნდი, გზაზე დავიბადე. შემოდგომა იყო, ციოდა. დედაჩემს მდინარის გაღმა სახლი დაუნახავს და იქ მისულა. ეს მწყემსების სახლი ყოფილა, მაგრამ არც იმათ შეუშვიათ.სახლშიც არ შეიძლებოდა მშობიარეს შესვლა. გომურში შესულა და ის ღამე იქ გაგვიტარებია...
ორმოცი დღე დავრჩენილვარ ბურსაჭირში და მერე დამაბრუნეს ჩოხში.
ჩოხში დავამთავრე რვა წლიანი სკოლა.
პირველად ფილმი ჩოხში ვნახე, მეოთხე კლასში და იქიდან გადავწყვიტე, რომ კინოსთვის დამეკავშირებინა ჩემი ბედი. შემდეგი ორი წელი ფასანაურში ვსწავლობდი, საშუალო სკოლაში
...
კითხვის გაგრძელება »