რუსეთის ღვაწლმოსილი მეფის პეტრე პირველის წარმომავლობა ყურადღებას იქცევს, თუმცა ბუნებრივია, ის რაც ბოლომდე გარკვეული არ არის ყოველთვის ხდება მითქმა–მოთქმის საბაბი, მით უფრო საქმე ისტორიულ პიროვნებას შეეხება. ალბათ ბევრ ქართველს სმენია, გადაკვრით ნათქვამი სიტყვა, პეტრე პირველის ძარღვებში ქართული სისხლი სჩქეფსო. როგორც თავად რუსები ამბობენ „ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება“… წარმოგიდგენთ იმ ვარაუდებს დ არგუმენტებს, რომელმაც პეტრე პირველი წარმომავლობის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. პეტრე პირველის მამად თეიმურაზ პირველის ვაჟის, დავითის შვილი – ერეკლე მოიაზრება, რომელიც თავად თეიმურაზ მეფემ წაიყვანა რუსეთში. ერეკლე ბატონიშვილმა 20 წელი დაჰყო როსეთის მეფის კარზე. ახოვანებისა და დახვეწილი გარეგნობის წყალობით პოპულარულობით სარგებლობდა რუს ქალბატონებს შორის. ერეკლე ბატონიშვილმა პეტრე პირველის დედა– ქალბატონი ნატალია ნარიშკინა ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, ვიდრე ეს უკანასკნელი რუსეთის დედოფალი გახდებოდა. ნატალია გავლენიან ნათესავთან არმატონ მატვეევის ოჯახში იზრდებოდა. ნატალიასა და ერეკლეს ურთიერთობა გასაიდუმლოებული არც იყო , პირიქით თავადი მატვეევი დაინტერესებულიც ყოფილა ახალგაზრდების დაქორწინებით, თუმცა…1669 წელს რუსეთის მეფის ალექსის მეუღლე მარია მილოსლავსკაია გარდაიცვალა. პირველი ქორწინებიდან მეფეს 5 ვაჟი და 6 ქალიშვილი ჰყავდა. მეფის 5–ვე ვაჟი დაბადებით ავადმყოფი იყო, სამი მამის სიცოცხლესივე გარდაიცვალა, ხოლო დარჩენილი ორი უფლისწულს სამეფოს მართვის უნარი არ შესწევდა. ავადმყოფობა როგორც ჩანს მემკვიდრეობითი იყო. ალექსის მამა, რუსეთის პირველი რომანოვი მეფე მიხეილი გონებრივად სუსტი იყო, შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უნარიც. მეფე ალექსი აარ მხრივ თითქოსდა პრობლემებს არ უჩიოდა, მაგრამ 40 წლის ასაკში მოტყდა და საოცრად დაუძლურდა. სამეფო კარზე შექმნილმა გარემოებამ, ღირსეული მემკვიდრის გარესე დარჩენილი მეფე, გავლენიანმა ბოიარებმა მეორედ ქორწინების აუცილებლობაში დაარწმუნეს. მას გააცნეს ნატალია ნარიშკინა და 1671 წლის 22 იანვარს ოფიციალური ქორწინებაც შედგა. 1672 წლის 30 მაისს კი დედოფალმა რუსეთს ჯანმრთელი მემკვიდრე უბოძა. პეტრეს დაბადების დროისათვის, მეფე ალექსი საკმაოდ დაუძლურებული იყო, რაც კარგად იცოდნენ რუსმა ბოიარებმა. გარდა ამისა, არ იყო იმის გარანტია, რომ მეფე ალექსის მემკვიდრე ჯანმრთელი დაიბადებოდა. რუსმა ბოიარებმა ნატალია და ერეკლე ბატონიშვილის რომანის შესახებაც კარგად უწყოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, რეალობას თვალი გაუსწორეს. ნიკოლოზ ბატონიშვილისა (ერეკლეს, როგორც მას რუსები უწოდებდნენ) და ნატალიას რომანი მეფესთან ქორწინების შემდეგაც გაგრძელებულა. 1674 -75 წელს ერეკლე ბატონიშვილი ს კახეთში დაბრუნდა, სემდეგ კი მთელი 12 წელი ირანში მოღვაწეობდა ნაზარალი–ხანის სახელით. საინტერესოა თვითონ ის ვერსიაც, რომლის თანახმადაც გავრცელდა ხმა რუსეთის მემკვიდრის ქართული წარმომავლობის შესახებ. ბუნებრივია, მემკვიდრის მამის ვინაობა მხოლოდ რუსეთის სამეფო კართან დაახლოებულ ბურებს შეიძლება სცოდნოდათ. მაგრამ… 1689 წელს, რუსეთის მეფის დამცველმა რაზმმა „სტრელცები“ მოულოდნელად მეფის წინააღმდეგ აიშალნენ და პეტრე პირველის მოკვლა განიზრახეს. როგორც შემდგომში გაირკვა, მეფე ალექსის ქალიშვილმა სოფიომ კონკურენტის ჩამოსაშორებლად, სამეფო კარის საიდუმლო გათქვა. სწორედ ეს გახდა „სტრელცების“ აბუნტების მიზეზი. დღემდე უცნობია, იცოდა თუ არა პეტრე პირველმა საკუთარი წარმომავლობის შესახებ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, პეტრე პირველი საქართველოსადმი განსაკუთრებულ სიყვარულს და ყურადღებას არ იჩენდა, ძმასავით პატრონობდა ქართველ ბატონიშვილს ალექსანდრეს, რომელსაც რუსეთის არტილერიის მეთაურობა ჩააბარა და შვედებთან ტყვედ ჩავარდნილი უზარმაზარ ფულად გამოისყიდა. არსებობს ცნობა, რომ პეტრე პირველმა შეტქმული ბოიარების გსამართლების დროს, საკუტარ ძირძველ სამეფო დინასტის ხაზი გაუსვა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის დიდ მეფეს მხედველობაში სწორედ ქართული დინასტია ჰქონდა, რადგან რომანოვები, რომლის „ოფიციალურ“ შთამომავლად ითვლებოდა პეტრე პირველი, 1613 წლიდან დაეუფლნენ რუსეთის სამეფო ტახტს. წყარო: ინტერვიუ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურულთან.
|