ოთხშაბათი, 2025-06-25, 6:01 AM
www.tava.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
თამაშები [2]
პროგრამები [81]
სპორტი [8]
სურათები [142]
მუსიკები [100]
მობილურებისათვის [3]
იუმორი [65]
ვიდეოები [228]
ფილმები [68]
ჩვენი ტაძარი [6]
ჩვენი გამოკითხვა
XO MAGARI SAITIA ALL?
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » ქართველები უცხოეთში
ქართველები უცხოეთში
11:59 AM
12 წლის წინ ნიუ-იორკში, ბრუკლინში შევესწარი ასეთ რამეს:

“ლამარაააა! ლამარაააა! მეიცა შე ქალო! დამელოდე პაწა”

ამერიკაი სრიპ კლუბში ლოს ანჯელესში

მაგრად მომეწონა სტრიპერშა მოკლედ დავუწყე ლაპარაკი

საიდან ხარ მეთქი და მითხრა შენ არ გეცოდინება ჩემი ქვეყანა სად არისო
რო ჩავეძიე და რო მითხრა საქართველოდანო ქართველი ყოფილა

ფული მჭირდება და აქ ვარ დროებითო

ნიუ იორკში მგონი ავტობუსში ერთი გოგო ფეხზე მდგარა, უცებ ავტობუსმა წაატორმუზა და ეს გოგო პირდაპირ კალთაში ჩაუხტა მის წინ მჯდომ მამაკაცს და შეუგინებია უხ შენი დედაო, მერე გავსწორდი და ბოდიში მოვუხადეო და მამაკავმაც ბრძანდებოდეთო biggrin

ხომ წარმოგიდგენიათ იმ გოგოს რეაქცია biggrin ათასი ბოდიში ვუხადე მერე სულ ქართულადო biggrin

ქართველები ყველგან არიან, თან უამრავი.
ამ ზაფხულს ერთმა ქართულად ჯენტლმენმა მე და ჩემი დაქალი ლამის გვცემა მეტროში,
თქვენ გინდა თუ არა იტყუებით და სტუდენტები არ ხართო…

დე მერე იყო და ერთი თეონა ერთი დიდი ბარის ტუალეტში შეიკეტა და იქ
ღრიალებდა და დაქალს კარს არ უღებდა. biggrin

ეს ყველაფერი პარიზში. კიდე იქნება რამე, მაგრამ არ მახსენდება. ხანდახან მართლა აღარ მოგინდება ადამიანს ქართულად ხმის ამოღება. sad

მოკლედ, ზალცბურგში ვარ პირველად, ამ ” მარადიულად შენთან მყოფი დღესასწაულის” ქალაქში, სადაც ყველაფერი აღვსილია მოცარტის მუსიკით და ბაყაყებიც კი წუმპეებში ვიოლინოებზე მოცარტის სერენდებს უკრავენ….

მეც აღმაფრენის ხასიათზე ვარ, აღტაცებისგან ლამის ცრემლები მადგას თვალებზე და ამაღლებულ განწყობილებას ვატყობ ქალაქის ცენტრი მოსიარულე საზოგადოებასაც… ისმის ჩუმი, სასიამოვნო მუსიკა, მაღაზიებიდან ახლადგამომცხვარი ბულკების და ვანილის სურნელი გამოდის, ზამთარია, მაგრამ თბილა… smile

ამ დროს მესმის ყვირილი, ძალიან ხმამაღალი, ქუჩის საწინააღმდეგო მხრიდან: “ჩურჩხეეეეეელ! ჩურჩხეეეელ! შე Yლეო! მოიხედე, სიმონ, ამათი დედა მ%%%%ან, არ გერსმის შეჩემა, შენი პირში შ&&&ცი, რომ გიძახი, ბლიად???!!!!”

და პასუხი (ისეთივე ყვირილით): “Xო რა იყო, შეჩემა, ამის დედა მოვ%%ან დამაცადე რა ამ Yლეს 100 დოლარიანზე ვკერავ, ბლიად, ვერ ხედავ, ჩემი დედა მ&&&ან?????????!!!!!!!!!!”

უცებ მშობლირ მძღნერში ჩამაყოფინეს, მოკლედ, ცხვირი… sad

საზღვარგართ ჩემი თანამემამულეების დანახვა მძულს - ძალიან მცხვენია, თავის მოჭრის განცდა მიპყრობს ხოლმე.

ბუდაპეშტში სასტუმროში 1991 წელს ლიფტში დდიიიიდიი ასოებით თანაც აც მთავარია ქართულად ეწერა

რუსებს შევ////ი

მე სულ ერთი ქართველი ბიჭი მახსენდება, პარიზის აეროპორტიდან. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით საქორწილო მოგზაურობაში და დეგოლის აეროპორტში რომ ჩამოვედით, აი მანდ დაგვერხა!!! biggrin დაახლოებით საბურთალოს ხელაა, მიუხედავად ჩემი ფრანგულთან მეგობრობისა, მაინც ვერ გავიგე მეტროსკენ როგორ უნდა წავსულიყავით.

ჩვენი თანამგზავრი ქართველებიც თვალსა და ხელს შუა შემოგვეცალნენ. ვხედავ დგას ვიღაც ბიჭი, აშკარად ქართველი, მოვიდა და გვეკიტხება, ხომ არ დაგეხმაროთო, ავუხსენი - მეტროს ვეძებთქო, წაგვიყვანა, დაახლოებით ნახევარი კილომეტრი ვიარეთ აეროპორტში მეტროს ჩასასვლელამდე, მე იმის მიმგნები შანსი არაა, არასდროს არ ვიყავი smile

გზაში მოგვიყვა, საქართველოდან რამოდენიმე წელია წამოსული ვარ, შვეიცარიაში ვიყავი, იქიდან გამომაგდეს, ეხლა პარიზში ვარო, იმდენად მომენატრა ქართული ლაპარაკი, აქ ვდგევარ ხოლმე, საქართველოდან რომ თვითმფრინავი ჩამოდის და ქართველები ჩამოდიან, ვხვდები და რომ ვუსმენ, მსიამოვნებსო, ძალიან ამიჩუყდა გული….

ნიუ იორკის აეროპორტში წარწერა ქართულად

საქართველოდან ვინც ბოლო წამოვა სინათლის ჩაქრობა არ დაავიწყდესო

ერთხელ სამსახურიდან ვბრუნდები, შევლასლასდი პარიზის მეტროში, თავისუფალ ადგილს მივაშურე, წიგნი მოვიმარჯვე და ის იყო კითხვა უნდა დამეწყო, რომ მშობლიურ ენაზე საუბარი მომესმა. ავიხედე, სამი ჯეელი დგას და დაახლოებით ასეთი დიალოგი აქვთ. „კაროჩე, მე შევალ და ფარდას გაგიკეთებთ, თქვენ კი…“ მაღაზიის გაქურდვის დაგეგმვას პირველად ვესწრებოდი და მივაშტერდი. ეტყობა ჩემმა მიშტერებამ ეჭვები გამოიწვია მათში და ერთმა გადაულაპარაკა სხვებს „ბოშყო, ქართველია და გვისმენს“, მეორემ ჩემი აგდება სცადა „არა ტო, ქართველი იყოს, გვეტყოდა რამეს“ და ა.შ.
ცხადია, არ გამოვცნაურებივარ.

მე ისეთი არაფერი. ქართველებს სადაც ვხედავ უცხოეთში მაშინვე 20 მეტრით იქით გავდივარ თუ არის შესაძლებლობა..

ჰო, ვენის აეროპორტის, და ალბათ თბილისში პირდაპირი რეისი სადაცაა ყველგან, ტუალეტებში, ძირითადად ქართული წარწერებია. დომინირებს სახელები და თარიღები და ასევე გინება, სხვადასხვა სახის. საერთოდ საინტერესო საკვლევი თემაა.

კიდე კაი 100%იანი ქართული როჟა არ მაქვს

ყველაზე შთამბეჭდავი იყო სცენა ვერსალში:
ფრანგი ქალების სინატიფით აღფრთოვანებული, ვეძებ ჭარბწონიან ადამიანს. ვერსალში ორ ასეთს მოვკარი თვალი - ორი ცალი ქალი მოგორავდა. ის იყო, უნდა გადამელაპარაკა მეგობრისთვის, აი, ვიპოვე მეთქი და მესმის: “რა ლიამაზია ვერსალიიიი”.

ჩემმა ახლობელმა მოყვა დენვერში კოლორადოში სასაფლაოზე ვიყავი დასაფლავებაზე და უცებ შევამჩნიე ყველაზე დიდი სასაფლაო ქვა მარმარილოსი ყველასგან გამორჩეული და ზედ ქართულად აწერია იოსებ მაისურაძეო . თანაც ხაზი გაუსვა იმას რო იმენნა ყვეკლაზე გამორჩეული სასფლაო იყოო

თურმე შარშან ბელგიაში რომელიღაც ქართულ მოცეკვავეთა ანსამბლი ჩამოსულა რამოდენიმე დღით გასტროლებზე. კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე მედოლემ თურმე ერთ-ერთ მაღაზიაში რაღაც მოიპარა და დაუჭერიათ კიდეც საწყალი. მთელი კონცერტი კი დოლის გარეშე ჩატარებულა.

2005 წლის ზამთარში, ჩრდილოეთ შვედეთის (!!!) ერთ მიყრუებულ პატარა ქალაქში, ჰუდიკსვალში ვსწავლობდი… ქალაქში სულ რარაც 15 000 ადამიანი ცხოვრობს და ერთი ძირითადი სავაჭრო ქუჩაა… ჰოდა, გაქანებულ -20 გრადუს ყინვაში, ქუჩაში გამოვედი, სიგარეტს ვეწევი წიგნის მაღაზიის წინ და უცებ, ვიღაც ტიპმა მობილური დააძრო და ქართულად დაიწყო ლაპარაკი…. თავიდან გამიხარდა, მეთქი, მივალ, გამოველაპარაკები, მარა, რომ გავიგე, რა თემაზე ლაპარაკობდა, სასწრაფოდ გადავაგდე სიგარეტი და უკვალოდ დავტყდი biggrin

ტიპის მეტყველება იყო დაახლოებით ასეთი: აუ, ჩემი დედა მOVთYან, მაგთI დედებშEVEჩI, ბლიაD, იმინა ავაფეთქებ, ბოძ&^ისშვილი ვიყო! აუ, ბლიააააააDLY)Y&%&^ღ&ღ…

მეტი არ მომისმენია biggrin და შვებით ამოვისუნთქე, რომ არ გამოველაპარაკე biggrin კიდევ კარგი biggrin

მე და ჩემი ძმაკაცი– ქართველი– წითელქუდას ზღაპრის ილუსტრაციებს ვაკეტებდით, ჰოდა იქაური მხატვრებიც იყვნენ და დავმეგობრდით კარგად, და ერთხელ ერთ მეგობართან სახლში ვსვავდით, უკვე რამე იყო გვიანი, და ქუჩაში სიჩუმე, დაახლოებით 2 წუთში ერთხელ- მანქანა თუ გაივლიდა.. და ამ დროს რაღაც ხმაური გვესმის, გეგონება ვირაცეები ღრიალებენო– მაგარი არასასიამოვნო ხმა იყო.. გადავიხედეთ მერე გარეთ, და დავინახეთ- რამოდენიმე მაგარი მთვრალი მამრი– ბარბაცით და ერთმანეთზე ხელგადახვეული- მოდიან ქუჩაში, და ცდილობენ რო სულიკო- იმღერონ, ქართული სიმღერა, მაგრამ ბღავიან ძალიან ხმამაღლა, და AEEEEEEEEEEEEEEE— ესე ყვიროდნენ– რუსებოოოო, თქვენი დედაც მოვ$%&ან… აი ესე ყვიროდნენ და უხაროდათ თან.. და ერთმა ძმაკაცმა მითხრა-იქაურმა– ტვოი ზემლიაკი :)– .:)) .. მერე მეორემ მკითხა– ა შტო ანი კრიჩატ ტაკ– ოოო .., სიმღერას მღერიან მეთქი, მეც. აპა რა მეთქვა. .. ჰოდა ეგრე– გაიარეს და არ ვიცი სად წავიდნენ.. მე კი მაგრად “დავიგრუზე” ვთქვა თუ რა ვთქვა არ ვიცი, , ეს ყველაზე”დობრი” ისტორია დავწერე ეხლა აქა… უარესებიც კი ვიცი… ეეჰჰ..

ისე მე ვისაც ვიცნობ ნორმალურ ქართველს საზღვარგარეთ,-(ძველი სსსრ-საზღვარგარეთად არ ითვლება)- ჰოდა იმათ საერთოდ გაგონებაც არ უნდათ საქართველოსი და არც ყვირიან ქართველები ვართო.. თავისთვის არიან, შერწყმული იქაურ ნორმალურ საზოგადოებასთან, ჰოდა ვინც ჩანან ხალხში– ეგენი არიან ძირითადად სუპერმარკეტების “რისხვა” და უარესებს აღარ ვიტყვი კიდევ, ჰოდა ეგთები რომ ქმნიან ჩვენი ქვეყნის სახეს იმათთვის, უცხოელებისთვის ანუ. ეგ არ მომწონს მე.. და კიდევ უფრო უარესად არ მომწონს–რაც ბევრჯერ გამიგონია–”ცხოვრებამ აიძულა”-და ეგრე რო ამართლებენ მაგ ხალხს. ჰოდა მაგის დაწერა მინდოდა მე..

რომში,პალატინოზე,ბერძნულ ეკლესიაში ქართველი მოძღვარი წირავს და იქ ვნახე უამრავი ქართველი .არ ვიცოდი მანამდე,საზღვარგარეთ რომ ქართველები ერთმანეთს ვერ იტანენ,და გამიხარდა. რომ გამოველაპარაკე,ყველამ თავი ისე შორს დაიჭირა მას შემდეგ ქართველის დანახვის მეშინოდა,ერთმანეთს ისე ერიდებიან,შოკში ჩავვარდი,თან ახალგაზრდა გოგოს რომ გაუღიმებ და პასუხს რომ არ გაგცემს,გეწყინება,უბრალოდ.რა გვჭირს რა უბადურებაა!!!თან მე იქ მეგრულ-დასავლური აქცენტები მოვისმინე!!!განუმეორებელი სინტაქსით!!ქართული ენის სიმდიდრე და მრავალფეროვნება ხელახლა აღმომაჩენინეს:)))
გამონაკლისის სახით ძალიან სასიამოვნი ცოლ-ქმარსაც შევხვდი,რომ გამეღიმა,შევშინდი,ამათაც არ დამიბღვირონ მეთქი და თვითონ მომაძახეს,-ქართველი ხარო?ჩემი უბნელები აღმოჩნდნენ:)

მე შემხვედრია მაგალითად ქართველი, კაცური, კახური, კაი “ღიპიანი” ქართველი კაცი სასტუმროში..

როგორია, გოგოსთან ერთად ვარ სასტუმროში (პარიზში) გამოვდივარ ოთახიდან პირსახოცით აბაზანაში მივდივარ და დერეფანში მოდის, მოყლატუნობს ამხელა კაცი ღიპ-გადმოგდებული, ბანჯგვლიანი (პერანგი შეხსნილი ქონდა) და ქართულად მღერის :)))) როგორ არ გინდა გაიცინო?

გაიცინო კი არა, გამივარდა პირსახოცი და დავწექი სიცილით.. გაგიჟდა კაცი, რა აცინებსო.. გამოვარდა გაწეწილი ჩემი “გოგო” :)))
ხოდა.. ქართულად, რომ დამელაპარაკა კი მიხვდა ის დალოცვილი რაზეც ვიცინოდი.. ლამის გაგყვარეს სასტუმროდან.. :)))))

პირადად ვერ ვნახე, მაგრამ ინგლისში ერთი კომპანია მოვინახულეთ და გზად ერთ პატარა სოფელში მოვხვდით, ნისლი ჩამოწვა და სანამ ცოტა გადავიდოდა ამ სოფელში შევუხვიეთ, პატარა ფაბი იყო. დავჯექით ცოტა ხანი. ბარმენი ასაკოვანი ძია იყო, დახლთან ჩალიჩობდა და თან ხშირად იხედებოდა ჩემსკენ, მერე მკითხა - შენ საიდან ხარო, ვუთხარი ჯორჯია-თქო და მეუბნება საინეტერესოა, ამას წინათ აქ ერთი ქართველი კაცი იყო შემოსული და თავი მაგრად დამამახსოვრაო……….დავიძაბე, კარგ იტყოდა თუ ცუდს არ ვიცოდი……….მერე გააგრძელა - ისეთი საინტერესო პიროვნება იყო, გამიკვირდა ჯერ ამ სოფელში რა ქარმა გადმოაგდოვო, მერეო მომიყვაო ისეთი საინტერესო ამბები საქართველოზეო, მერე მსოფლიო მითოლოგია, ისტორია და იმდენი საინტერესო რამე იცოდა, რო აღარ ვუშვებდიო მაგრა გამიხარდა. ამ კაქცს ბარის თავზე ჭერში მიწებებული ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი კუპიურები, იმ კაცს სამწუხაროდ ქართული ფული არ ედო, თორემ მაგრა მინდოდა ამ კოლექციისთვის შემემატებინაო……….მოვიჩხრიკე ჩანთა და 5-ლარიანი მედო, გადირია სიხარულით, აძვრა ჭერთან მიაკრა და ძალიან მიხარია ასეთი საინტერესო ქვეყნის ფულიც რომ მაქვსო……………მართლა მაგრად გაასწორა

კიევში,მეტროში ვარ და ჩემს წინ ტიპი დგას, შავგვრემანი. ქართველს მივამსგავსე. გულში ვფიქრობ, ქართველია? არაა ქართველი? თან ჩემი გაჩერება მალეა და ვფიქრობ არ გავცდე, ამ დროს ვატყობ ეს ტიპი ნელ-ნელა მიახლოვდება, ჩემსკენ იჩოჩებს, ცოტაც და გვერდზე მომეკრა. დაჟინებით შევხედე სახეზე, ის კი ვაგონის ბოლოსკენ იყურება სადღაც, ამ დროს ვაგონი გაჩერდა, ჩემი გაჩერებაა. ჩავდივარ და კარებში ახალი გასული ვარ, ჯიბეების შემოწმებას ვიწყებ და…! ქურთუკის სახელოს ჯიბეში რომ მობილური მედო, აღარ დევს! მოვასწარი და ისევ შევვარდი ვაგონში, მეთქი მოვკლავ მაგრამ ის ტიპი რასაც ქვია აორთქლდა. მაგრა გამიტყდა, უფრო იმის გამო რომ ტელეფონში მნიშვნელოვანი რაღაცეები მქონდა. რას ვიზამდი, მთელი დღე დაბოღმილი დავდივარ მეგობართან ერთად და საღამოს მის ტელეფონზე ზარია. იზვინი ძმა, სახეზე კი არ გეწერა ქართველი რომ ყოფილხარო, - კარტაზე უნახავს ჩემი ძმაკაცის ნომერი და დარეკა, ამა და ამ ადგილას მოდი და იქ იდება შენი ტელეფონიო. არაფრით არ შეგვხვდა, რა ვიცი ვინ ხართო.

დავით ყიფიანს აქვს საინტერესო მოგონება. არგენტინაში ყოფილან რაღაც ტურნირზე საბჭოთა კავშირის დროს. ფეხბურთელები ოჯახში მიუწვევია იქ მცხოვრებ ერთ ქართულ ოჯახს. ყიფიანს უკითხავს არგენტინაში თქვენს გარდა თუ ცხოვრობენ ქართველებიო? კიო, ერთი ოჯახი ცხოვრობსო. ყიფიანს გაკვირვებია - მაშინ დღეს რატომ არ დაპატიჟეთო? რატომო და ნაჩხუბრები ვართ და ურთიერთობა არ გვაქვო. biggrin ყიფიანი გაგიჟებულა თქვე კაი ხალხო ამხელა ქვეყანაში ორი ქართული ოჯახი ცხოვრობს და რამე რომ დგჭირდეთ, ან გაგიჭირდეთ ერთმანეთს გვერდით არ უნდა დაუდგეთო????
სუფთა ქართული პონტია ეს შემთხვევაც…….

გემახსოვრებათ, 2006-ის აგვისტოს როგორ დალპა და დადნა თიურინგენის მიწა გადაუღებელი წვიმებისგან. ილმენაუს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ მაგ დროს, დამათრევს დიდი ზურგჩანთა აქეთ-იქით _ ერფურტიდან ვაიმარში, იენადან აიზენახში, დრეზდენიდან ბერლინში (ან პირიქით), ქართველის არა თუ თვალით დანახვა და ხმის გაგონება არ მინდა, არღარც კი ვფიქრობ ქართულად _ რუსები გამოერევიან აქა-იქ და მიხარია, მეც რუსი რომ ვგონივარ ყველას (უფრო სწორად, საქართველო რომ რუსეთი ჰგონიათ). ერთ თვეში უკან უნდა დავბრუნდე, და არ მინდა. არ მინდა. ამ მალვით და ზიზღით ვითომ ამ ერთთვიანი ვადის გახანგრძლივებას ვცდილობ. რაღას არ ვაკეთებ _ სისხლიც კი ჩავაბარე შილერშტრასეს ერთ-ერთ სუფთა და ზრდილობიანექიმებიან სამედიცინო პუნქტში. მაგრამ არა და არა _ მაინც მოვიდა 2 სექტემბერი, და ფრანკფურტში უნდა გადავსახლდე 3 დღით. ჩავედი. ბოლო 3 დღეა. გეგმა მარტივი მაქვს _ ჰაუფთბანჰოფზე ბარგი ჩავაბარე, დიდი ზურგჩანთა ავიღე (თუ ამიღო) და მერე რა, რომ დასავლეთშიც წვიმს, 3 დღე მაქვს და ეს დროც გარეთ უნდა გაავტარო, წამითაც არ უნდა დავიძინო, სისულელეა ძილში დროის კარგვა… 2 დღე გავიდა და დავწანწალებ აქეთ-იქით, წვიმაში სიგარეტის მოწევა ვისწავლე და მაინის ნაპირებზეც მძინავს ცოტ-ცოტა, ზურგჩანთაზე თავით (ეს ორი თანდათან მძიმდება). მესამე დღეა და რაღაც წიგნების მაღაზიაში შევბოდიალდი. ზურგჩანთა უკვე სავსე მაქვს ხსენებული ნივთებით, და ცდუნებასგადაყოლილი მე ახალნაყიდ ბახმანს, ფრანცის წერილების სამტომეულს და კიდევ რაღაცას (მგონი, გუსტავის მწვანე სახეს, არ მახსოვს ზუსტად) სულელურ პარკში ვდებ და მავიწყდება, რომ გადაუღებლად წვიმს გარეთ. სწრაფად მოვდივარ, რომ რომელიმე წყნარ კაფეს თავი შევაფარო _ თმის ღერებით ვგრძნობ, როგორ მისველდება ჩემი ახლადნაყიდი ფურცლები… ეკლესია გამახსენდა პარალელური ქუჩის ჯვარედინზე და გადავტლაპუნდი. გაყინული და აცრემლებული ვარ, იქ კი სითბოა და ბახი, კიდევ ვიღაც ორნი, წინ, სურათებს იღებენ. კუთხეში დავჯექი, კედელთან, საიდანაც თბილი ჰაერი მოდიოდა, წიგნები ამოვალაგე და თან ვიცრემლები _ ფრანცის თხელი ფურცლები ოდნავ დაკუჭილია, დანარჩენებს მარტო ყდა აქვთ ნოტიო. წიგნებს გვერდით მთელ სიგრძეზე ვაწყობ და მეც ხელებზე თავს ვდებ _ იქნებ თმა მაინც გამიშრეს. მაჯაზე საათს მოვკარი თვალი _ შუადღის ორია… 6 საათზე თმებში (ალბათ უკვე მშრალში) ვიღაცის თითებს ვგრძნობ _ მალე უნდა დავიკეტოთ, თორემ არ გაგაღვიძებდი, ისე მშვიდად გეძინაო, _ კბილებით და სასით დამუშვებული გერმანული აქცენტი მეუბნება. თავი ავწიე და გამხდარი, გამხდარი ქალია, თავსაფრით, მორჩილი თუ ვიღაც ასეთი, დამლაგებელიც, შეიძლება. თავი ხომ ავწიე, მაგრამ ეს ჩემს თმებს მაინც არ უშვებს ხელს და ლოყაზე რომ ჩამოვიდა, გამოვფხიზლდი, _ უკაცრავად, მაპატიეთ, გავდივარ-მეთქი, _ ეს გერმანულად და დამთქნარება-შეწუხების შორისდებულები _ ქართულად. არავითარი სიტყვა, მხოლოდ რაღაც შორისდებულები _ ”ვაი”, ან ”აუჰ” ან არ ვიცი რა… და უცებ ამის სისინა გერმანული კიდევ უფრო ჩუმი ხდება, ძლივს მესმის: ”Kommst du aus Georien?” (”საქართველოდან ხარ?”) და ინსტინქტურად ”Wie bitte?” (”ბატონო”) - მეთქი. და აქ უკვე ორივე ენაზე დამიმარცვლა სამშობლო… ”სა-ქარ-თვე-ლო”-ო ქართულად… ქართულად და შევხედე სახეზე. მიყურებს გულისამრევად გაყვითლებული, ლოყებჩაცვენილი და ნაადრევად დაბერებული, ყავისფერი თავსაფრით თავზე, სულელურქართული ღიმილით სულელურქართულიიმედიანი თვალებით, ხელი ისევ ჩემს ლოყაზე უდევს, ”საქართველოს” რომ ამბობდა, ოდნავ მომიჭირა ის ხელი. ”Nee”_ გავაქნიე თავი.
მერე პარკის მოძებნაში და წიგნების ჩალაგებაში დამეხმარა. კიდევ ერთხელ მომიხადა ბოდიში, ვიკეტებოდით მალე, თორემ არ გაგაღვიძებდიო… სანამ ზურგჩანთას მოვიკიდებდი და მის წინა ჯიბეში სანთებელას ვიპოვიდი, ნინოო, ვიღაცამ დაუძახა, თავისნაირმა მორჩილმა თუ დამლაგებელმა, ქერამ, ფერხორციანმა და თავზელურჯთავსაფრიანმა.

14 საათის შემდეგ თბილისის აეროპორტში დავფრინდი.

რავიცი, რამდენად უცნაურია, მაგრამ მე რომ გული დამწყდა ის დღემდე მახსოვს.. აშშ-ში ქართველების მეტი რა არის მაგრამ მაინც…
სამხრეთ ნიუ ჯერსი, ოკეანის სანაპიროზე, მე და შეყვარებული წყალში ვთამაშობთ, ვკიოდით, ვწიოდით, ქართულად ვლაპარაკობდით…
ჩვენს გვერდით ვიღაც მოხუცი ქალი და ახალგაზრდა გოგო იზაგრებოდა… უცებ ამ გოგოს მობილურმა დაურეკა და გოგომ ქართულად დაიწყო ლაპარაკი….
sad :( sad აუ როგორ გამიტყდა, ამ გოგოს ცხვირ წინ ვიჯექით, ქართულად ვლაპარაკობდით და იმ ძროხამ …. კაროჩე რაა… წამიხდინა იმ დღეს ხასიათი…. საერთოდ გავეცალეთ იმ ადგილს…..

ერთიც ბრუკლინში… ახალი ჩამოსული ვიყავი და ვერც წარმომედგინა თუ ქართველს შევხდებოდი, ხოდა ტელეფონზე დაქალს ვუთხარი “ოხ შენი დედა ვატირე მეთქი…ბლა,ბლა,ბლა… და როჟამ თუ აგინებ ნორმალურად შეაგინეო… )))) პირი დამრჩა ღია, იმ ბიჭის მარტო უკანალს მოვკარი თვალი. ახლობლებს მოვუყევი გაკვირვებულმა, არც გაჩერდა და არც გამომეხმაურა მეთქი…. დამცინეს მაშინ… მალე მიხვდებიო ყველაფერსო….

ვარ ნიუ იორკში სადაც ყველაზე, ყველაზე გემრიელი პიცა ცხვება. ჰოდა შევედი ლექსინგტონის ქუჩაზე მდებარე სახელგანთქმულ იტალიურ პიცერიაში sbbaro . არის საღამოს 10 საათი. შეკვეთა მიცემული მაქვს პიცის და ველოდები როდის გამზადდება. ამასობაში, მეც იქვე დახლთან ვტრიალებ და ვათვალიერებ პიცერიის დახლს სადაც გამოფენილია სხვადასხვა სახის მადისაღმძვრელი კერძები. ამ დროს შემოვიდა პიროვნება რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. გულში კი გავიფიქრე ქართველი იქნება მეთქი მაგრამ მაშინათვე არაფერი არ მითქვია, რადგან ასეთი შემთხვევები ხშირად მქონია როდესაც პიროვნება მგონია ქართველი მაგრამ აღმოჩნდება რომ შევმცდარვარ. ჰოდა რაღა გავაგრძელო, ტელეფონმა დაურეკა და ქართულად არ დაიწყო საუბარი?! .. მაგრამ რა საუბარი, ჯობდა საერთოდ არ დაეწყო, მოკლედ კარგი საქმისთვის არ იყო ის ამერიკაში, მერე ვთქვი კიდევ კარგი რომ ინიციატივა მე არ გამოვიჩინე პირველმა და არაფერი არ უთხარი რადგან რა იცი რა შარს არ გადაეყრები ამხელა გზაზე. თვითონ ვერ მიცნო, რადგან მე არ მაქვს ტიპიური ქართველის შესახედაობა, თუმცა რაღა თქმა უნდა ქართველი ვარ!! იმ საღამოს გემრიელად მივირთვი sbbaro-ს მარგარიტა.

ერთი ჩემი ახლობელი გოგო იყო ამერიკაში წასული ბავშვების მომვლელად. ჰოდა იქ ერთ ოჯახში ცუდად მოექცნენ და გააგდეს. და გამწარებული, შეურაცხყოფილი, ატირებული მოვდივარო. სადღაც უნდა მისულიყო რომ იქიდან სხვა სამუშაო ეშოვნა. ჰოდა ავტობუსის გაჩერებაზე ქართულ საუბარს მოვკარი ყური და ეს იმ მომენტისთვის ჩემთვის იყო როგორ წყარო უდაბნოშიო. გოგო და ბიჭი იყვნენ, სტუდენტები ალბათ. გახარებული მივვარდი და ქართველები ხართო და თურმე ამ ბიჭს და გოგოს ეგრევე ამრეზილი სახეები მიუღიათ და ხმა არ გაუციათ. და ვაბშე გადაირია ეგ გოგო, უარესად აბღავლდა, მაგარი დაიგრუზა. ერთი სიტყვა მაინც ეთქვათო….

მე მოსკოვში არბატზე ვიღაცას ველაპარაკებოდი და ქალმა გამაჩერა ქართველი ხარო? ქალი ნაყინს ყიდდა და მაჩუქა :წუბ: საყვარელი…
გამომკითხა ყველაფერი…
რა ხდება როოგორ არის საქმეებიო…

გუშინ ერთ ადგილას ვიჯექით სამი ქართველი, ღია კაფის პონტი იყო, სადაც დიდი ასოებითაა გამოკრული რომ ასი ფუტის რადიუსში მოწევა კანონით აკრძალულია smile ჩვენ კიდე ვიჯექით და ვეწეოდით, ბოლო ხმაზე ვხარხარებდით და მოკლედ ცხოვრება გვიხაროდა biggrin ჰოდა უცებ ეს ტოპიკი გამახსენდა და ვიფიქრე, ახლა რომ რომელიმე ფორუმელმა ჩაგვიაროს, მერე ხო დაწერს იმ ტოპიკში როგორ გვნახა და როგორ შერცხვა რომ თვითონაც ქართველი იყო biggrin

ჰამბურგში TUNNEL CLUBში Reeperbahn alleeზე აღვნიშნავდი ახალ წელს.. ვიღაც საოცრად უმსგავსი 40ოდე წლის მამაკაცი იყო, გასაზიზღრებულ კაიფში, რო შეხედავ და ეგრევე სიტყვა ძონძი რო გაგახსენდება დადიოდა და ყველა მდედრს ეუბნებოდა “ქერა ქალები მევასება! აი ნახავთ, დადგება დრო და ყველას დაგტ(*&^*&^თო”… აი ასეთი უმსგავსი ვინმე იყო… სრაზუ დამაჭრა ფრთები :(((

ვენაში აეროპორტის საპირFარეშოში დიდად ეწერა “ვარკეთილი დიდია გლდანი მაგარი მკიდია”…

:D:D:D:D:D

უაზროდ ვიდექი და ვხარხარებდი………..

snoop dogg ის კონცერტია და სანამ დარბაზში შეხვალ ჯერ მილიცია გჩხრეკავს რამე არ შეიტანო და უცებ უკან ბიჭების ხმა მესმის : ეს სადა ვართ ტოოო ამან რო ეხლა ჯიბეში ხელი ჩამიყოს შევაგინებო , გამეცინა მარა ვერ გამოველეპარკე biggrin

ოსლოში. უკვე ცხრა თვე იყო იქ ვიყავი და ერთი ქართველის მეტი ქართველი არ მენახა. ჰოოოდა შევდივარ ერთ დღესაც სუვენირების მაღაზიაში და ვხედავ: ტროლების წინ ორი გოგო დგას და ერთი ამბობს: ვაიმეეეე,ეს ნახე რა საყვარელიაა…მამლუქში რომაა,ხომ იცით, ხვიჩა და გოჩა რომ შეხვდებიან,დაახლოებით ასეთი რეაქცია მქონდა: ვაიმე,ქართველები ხართ- მეთქი? ისე გამეხარდა,გეგონება მიძაშვილი მენახოს ორი წლის უნახავი. ჰო,ქართველები ვართო, კონფერენციაზე ჩამოვედითო. მე დებილივით ვუყურებდი გაღიმებული, მერე სუვენირების თვალიერება რომ გააგრძელეს ,ვიფიქრე,წავალ,თორემ ჩემი დარდი არ აქვთ ეტყობათ-მეთქი. დავემშვიდობე გარეთ რომ გამოვდიოდი გავიგე ერთი ამბობდა: უიმეე,რა ყველგან ქართველები უნდა იყვნენო…ჰოოო,დებილის ღიმილი სახეზე შემაშრა და საღამოს ჩემი სამხრეთ აფრიკელი მეზობელი აღარ ,,დამიბოლებია“ქართველების ქება-დიდებით. მაშ

ამსტერდამში ვიყავი მგონი 2003 წლი იყო. ღამე 3 საათზე გამოვედით დისკოტეკიდან ძალიან დაღლილები და ღამის ტრამვაიში ჩავჯექით სასტუმროში რომ წავიდეთ. რაღაც საზაფხულო ბანაკის პონტში ვსტუმრობდით ამსტერდამს და დისკოტეკაზე დიდი ბანდა ვიყავით სხვადასხვა ქვეყნებიდან გოგოებიც გვახლდნენ. გავსებულია ეს ღამის ტრამვაი ჩვენი ბანაკის ხალხით. და უცებ ქართული ლაპარაკი მესმის - დაუდგა მარცხნიდან “შიტად” ამ გოგოს და მე ვიწყებ. შევხედე ორი ქართველი ეჩალიჩება კანადელი გოგოს ჩანთას. თან ვიცნობ ამ გოგოს კაი ტიპშაა. იასნა მივედი ქართველ ჯიგრებთან და ვეუბნები ვაა გაასწორა თქვენმა ნახვამთქო და თან იმ გოგოსაც გამოველაპარაკე და ამათ მაგარი გაუტყდათ მიხვდნენ რომ მივხვდი რომ ჩალიჩობდნენ. და უცებ ერთი მეუბნება იზვინი ძმაოო, საიდან უნდა გვცოდნოდა ეს გოგო შენი ახლობელი თუ იქნებოდაო, და სხვას რომ ვეჩალიჩოთ ხომ არ გაგიტყდება ამით ვჭამთ ჩვენ პურსო. ძალიან შემეცოდნენ ეს საწყლები და ერთი 30 ევრო ვაჩუქე და ჩავიდნენ საცოდავად ტრამვაიდან და ნომერი დამიტოვეს თუ ამსტერდამში რამე დაგჭირდეს დაგვირეკეო.

გუშინ ჩემი ქალაქის ერთ-ერთ მიკარგულ გარეუბანში ვმუშაობდი. ვიღაცამ იატაკზე ქაღალდი დააგდო. კარგა ხანი ვუყურე, მერე ნერვები მომეშალა, ამ მოპრიალებულ იატაკზე თეთრი ფურცელი რომ ეგდო, დავიხარე ასაღებად და ჰოი საოცრებავ, ამ ფურცელზე საყიდლების სიაა ქართულად ჩამოწერილი: კიტრი, პამიდორი, ნიორი, წყალი, ვაშლი … და ბოლოს ტილოები ლუკასთვისო ეწერა. ისე გამიხარდა, ასეთი მოულოდნელი შეხვედრა ქართულ ხელნაწერთან, რომ მას მერე ყველას ვუყვები smile.gif არადა ვინ იყო ასეთი, ჩემი 12 ასოიანი ქართული გვარი რომ ვერ შეამჩნია :)) (რომელიც გულზე მაქვს გაკრული), ანდაც შეამჩნია და ???

ქართველი არ შემხვდა მარა ეხლა უნდა დავწერო რამდენიმე საათის წინ რა მომივიდა… კაროჩე დასალევად ვარ შესული ერთერთ პაბში და ვბარდღალებ, იმენა ყველას ველაპარაკები და უცებ მოდის იმენა 2PAC ბლიად… მეკითხება საიდან ხარო , მეთქი ჯორჯია რამე, ისთერნ იუროფ ტაში ტუში….ვაააა მე ტუნისიდან ვარო და ერთი ქართველი ვიცი მარტოო, ვაა მეთქი მეტყვის ეხლა რამე კაის და უცებ დაიწყო დედის პრო*ის გინება, ტუნისში იყო ვიღაცა ტარიელაო კაროჩე არ გავუტყავებივართ ფიზიკურად მარა რაც კი წასაღები იყო ყველაფერი გაღლიტაო, მაფიოზი იყოო კაროჩე დედა მოგვიდღნაო რა biggrin ვფიქრობ მეთქი ტარიელ ონიანზე ლაპარაკობს უეჭველითქო და რო ვუთხარი გვარი ონიანი ხო არ იყოთქო ოოოოოოოო ეგ იყო მე მაგის დედა ასე და ისეო , ვახ სად წავსულიყავი არ ვიცოდი ბლია, თან ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი რა და დავიზმენდი, მერე ტელეფონი გააძრო მასტმა და მეკითხება საქართველო როგორ იწერებაო ინგლისურადო ხოდა მეც ავუხსენი ჩავაწერინე. ხოდა დაიწყო მერე ვიღაცასთან ბაზარი და აი აქ იმენა პანიკაში ვარ უკვე, ისეთი დაბოლილი ვარ პირი მეტYვნება და ავიკიდე იზმენა მეთქი ეს უეჭველი ვიღაც ტუნისელ ტერორისტს ელაპარაკება ეხლა და თუ დამიჭირეს ტარელას მაგივრად მე გამატყავებენთქო. კაროჩე ჩამიჟვა რა ვიღაცა ტარიელამ კამპოტში. sad

ლონდონში ჩემ თვალწინ გამოათრია ოთხმა მენტმა ერთი გაგლეჯილი პიანი ტიპი მაღაზიიდან. მანქანაში რო ტენიდნენ ტიპმა ყვირილი დაიწყო და მშობლიურ ენაზე ჯიგრული ქართული მამა პაპური დედის ტრაკის გინება შემომესმა მერე გამყიდველს კითხავდნენ ის მენტები და თურმე შესულა ეს ჩვენი ზემლიაკი მაღაზიაში და ყოველგვარი შესავლის გარეშე უთქვამს გამყიდველისთვის I AM MAFIA !!! და დავაი ძენგიო… შედეგმაც არ დააყოვნა და მერე რაც მოხდა უკვე დავწერე…

კალიფორნიაში, სან-დიეგოში აღმოვაჩინე ქართულ-რუსული რესტორანი და ქართულსაჭმელმონატრებული გავეშურე ჩემს ამერიკელ და რუს მეგობრებთან ერთად. ძალიან ლამაზი ატმოსფერო და უგემრიელესი საჭმელები დაგვხვდა. ოფიციანტები სომხები და ლიტველები იყვნენ, რომ გამოველაპარაკე და ვუთხარი ქართველი ვართქო, ერთი ოფიციანტი წავიდა და რესტორნის მეპატრონე მომიყვანა - ხანშიშესული გამხდარი კაცი რომელიც ძლივსღა ლაპარაკობდა ქართულად, კაცი ჩამეხუტა, ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან, შემიყვანა თავის კაბინეტში რომელიც ქართული დეკორაციებით და ნივთებით ჰქონდა მორთული… მოკლედ ეს კაცი იყო აფხაზი და უკვე დიდი ხანია სანდიეგოში ცხოვრობდა. მომიყვა სოხუმზე, გაგრაზე, შავ ზღვაზე, თავის ქართველ მეგობრებზე… მოკლედ ცრემლებად დაიღვარა კაცი. ცუდად გავხდი კინაღამ… თანაც აღმოჩნდა რომ პირველი ქართველი ვიყავი იმ რესტორანში. ფული არ გადაგვახდევინა. ღმერთმა გაახაროს ის კაცი, სახელი აღარ მახსოვს

შარშან ზაფხულში ჩემს ქალაქში ნეკა სებისკვერაძის კონცერტიდან გოგოებმა კნაიპეში შევიარეთ, ქართველი გოგო მუშაობდა და თითო ჭიქა კოკტეილი მოგვართვა. რა ვიცი რა გაურია შიგ ასეთი, მოკლედ ყველას ლაითად მოგვეკიდა. წამოვედით სახლისკენ ბანცალ-ბანცალით, გზად ადგილი უნდა გამოგვევლო, სადაც ღამის ბაზრობა (Flohmarkt) იყო გამართული. მოვდივართ ამ სიბნელეში ნახევრად ფხიზელი 5 ქალი, ერთმანეთს ვეყრდნობით რომ არ წავიქცეთ და რას ვხედავ!!! … ვიღაცას მაგიდაზე დოქი უდევს გასაყიდად. მივვარდი სასწრაფოდ, გავეტაკე ამ დოქს, ჯერ გამყიდველს ვეკითხები საიდან გაქვთ-თქო, დედაჩემმა დამიტოვა, საიდან მოიტანა არ ვიციო. მივხვდი მაშინვე, რომ ქართული იქნებოდა, ვატრიალეთ ეს დოქი წაღმა-უკუღმა და ბოლოს ძირში ქართული ასო ..ხ.. აღმოვაჩინეთ. მთელი რიგი განათებებით ძლივს ამოვიკითხეთ დოქის ძირზე სიტყვა “მცხეთა”. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა მაშინ. ვიყიდეთ მაშინვე ის დოქი …. 3 ევროდ sad მთელმა ბაზრობამ გაიგო იმ დღეს ეს ამბავი.

რომ წარმოვიდგინე რა ბედი ეწეოდა იმ დოქს, იმიტომაც ვიყიდე.
არავინ არ

კატეგორია: იუმორი | ნანახია: 614 | დაამატა: abcd | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Free site builder - uCoz