...ებრაული მითოლოგიის მიხედვით ადამის პირველი ცოლი ლილითი (სურათზე) იყო... ...მიხეილ კალატოზიშვილის 1969 წლის ფილმისთვის „წითელი კარავი“, რომელშიც მთავარი როლები შონ კონერიმ, კლაუდია კარდინალემ, ოთარ კობერიძემ და თენგიზ არჩვაძემ შეასრულეს, მუსიკა ენიო მორიკონემ დაწერა... ...იაპონიის გერბი ერთადერთი სახელმწიფო გერბია მსოფლიოში, რომელსაც რამდენიმე სიმეტრიის ღერძი აქვს... ...მსოფლიოს პრეზიდენტ ქალთა შორის ყველაზე ხანგრძლივად (16 წელი) ქვეყანას მართავდა ისლანდიის პრეზიდენტი ვიგდის ფინბოგადოტირი... ...ვალ-დე-ბოის (ესპანეთი) ვიწრო ციცაბო ხეობაში ცხრა იშვიათი პირველი რომანული სტილის ეკლესიაა შემორჩენილი, რის გამოც ეს ადგილი ევროპაში რომანული არქიტექტურის ყველაზე მჭირდო კონცენტრაციით გამოირჩევა... ...ფლორენციის ალყის დროს მიქელანჯელოს ქალაქის ფორტიფიკაციების გამაგრების ხელმძღვანელობა ევალებოდა...