ბოშები — ერი (უფრო სწორად კი, საერთო წარმოშობისა და ენის მქონე ეთნიკური ჯგუფები). საკუთარ თავს უწოდებენ "რომა"–ს. ზოგიერთი ჯგუფები საკუთარ თავს მოიხსენიებენ როგორც "სინტი". ბოშები წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკისა მრავალ ქვეყანაში, ასევე ავსტრალიაში. ინგლისელები მათ ტრადიციულად უწოდებენ Gypsies (Egyptians — «ეგვიპტელები»), ესპანელები — Gitanos, ფრანგები — Bohémiens (ბოჰემიელები), Gitans ან Tsiganes, გერმანელები — Zigeuner, იტალიელები — Zingari, ჰოლანდიელები — Heidens ("კერპთაყვანისმცემლები"), უნგრელები — Cigany ან Pharao nerek ("ფარაონის ტომი"), ფინელები — mustalaiset ("შავები"), თურქები — Çingerie, Çingane; ებრაელები — Tso’anim (צוענים), მომდინარეობს ბიბლიური ეგვიპტური პროვინცია – "ცოანი"–დან. ამჟამად ევროპულ ენებში ფართოდ მკვიდრდება ბოშების ეთნონიმი – "რომა". სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემიტ ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2,5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ყოფილ საბჭოთა კავშირში მათი რიცხი ოფიციალური მონაცემით 175,3 ათასი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 20 ათასი ბოშა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტების მიერ იქნა განადგურებული ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამოდენიმე დიალექტად იყოფა. ასევე საუბრობენ იმ ერების ენაზეც, რომელთა შორისაც მომთაბარეობენ და ცხოვრობენ. ბოშების დროშა (ბოშ. O styago le romengo) — ბოშების ეროვნული დროშა. მიღებულ იქნა ბოშათა მსოფლიო კონგრესზე 1971 წელს ლონდონში. დროშა ორ ნაწილად – ლურჯი (ზედა) და მწვანე (ქვედა), რომლებიც შესაბამისად ცასა და მიწას აღნიშნავენ. დროშის ცენტრში მოთავსებულია წითელი ჩაკრა (ბორბალი), რომელიც ბოშების ინდოარიულ წარმოშობას აღნიშნავს (ანალოგიური ჩაკრა ინდოეთის დროშაზეც არის გამოსახული). ხორვატელ ბოშათა მოძრაობის დროშა მოცემულისგან განსხვავდება იმით, რომ მასზე წიტელი ჩაკრის ნაცვლად ოქროსფერია.