სამშაბათი, 2025-06-24, 4:18 PM
www.tava.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
თამაშები [2]
პროგრამები [81]
სპორტი [8]
სურათები [142]
მუსიკები [100]
მობილურებისათვის [3]
იუმორი [65]
ვიდეოები [228]
ფილმები [68]
ჩვენი ტაძარი [6]
ჩვენი გამოკითხვა
XO MAGARI SAITIA ALL?
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2009 » ივლისი » 30 » ადოლფ ჰიტლერი
ადოლფ ჰიტლერი
2:23 PM
ადოლფ ჰიტლერი (გერმ.: Adolf Hitler) (დ. 20 აპრილი 1889 – გ. 30 აპრილი 1945) - გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო «ნსდაპ»-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდან ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი (გერმ. Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.
თავის წარმომავლობას ჰიტლერი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში საიდუმლოდ ინახავდა. „მათ (პოლიტიკურმა მოწინააღმდგეებმა) ეს არ უნდა იცოდნენ საიდან მოვდივარ მე და როგორი ოჯახის შვილი ვარ“ - ამბობდა ის. დიოლერსჰაიმი და შტრონესი, თავისი მშობლების სოფლები ავსტრიის ვალდფირტელში, მან 1938 წლის ზაფხულში ავსტრიის ანშლუსის შემდეგ დააცლევინა, მიწასთან გაასწორა და ამ ადგილზე სამხედრო პოლიგონი გაამართვინა. კროკო, კერშაუ და ჰიტლერის სხვა ბიოგრაფები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ჰიტლერი ბურუსით მოცული და ინცესტით დამძიმებული წარმომავლობაა. თვით ჰიტლერის ვარიანტი საკუტარი წარმომავლობის შესახებ, რომელიც მან «მაინ კამპფში» გადმოგვცა ნაკლებად სარწმუნო წყაროა.
წარმომავლობა

ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა - კლარა (დაბ. პიოლცლი) ალოისის ბიძაშვილისშვილი, (ვერსია „ჰიდლერი“-ის მიხედვით) ან ნახევარ-დისშვილი (ვერსია „ჰიუტლერი“) იყო. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა - ალოის უმცროსი და ანგელა.
«მაინ კამპფში» ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს. თუმც არცერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს რომ ალოისი იმაზე მეტი მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში მიღებული იყო. ერთადერთი რამ ადოლფ ჰიტლერს მამამისში მოსწონდა იყო ის ფაქტი, რომ 1876 წელს 40 წლის ასაკში ანა მარია შიკლგრუბერის უკანონო ვაჟმა ალოისმა გვარი შეიცვალა და ამიერიდან ჰიტლერად იწოდებოდა. ეს მოხდა ალოისის დედის და სავარაუდო მამის იოჰან გეორგ ჰიდლერის სიკვდილის შემდეგ. ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებაში იოჰან გეორგის ძმამ ნეპომუკმა იოაჰან გეორგ ჰიდლერი, ანა მარია შიკლგრუბერის გვიანდელი ქმარი ალოისის მამად აღიარა, თუმც თვით იოჰან გეორგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უარყოფდა თავისი გერის, ალოის შიკლგრუბერის მამობას.
ასე რომ ადოლფ ჰიტლერმა დაზუსტებით არ იცოდა თუ ვინ იყო მისი ბაბუა. ეს ფაქტი XX საუკუნის 20-ია წლებში საკმაოდ პიკანტური თემა იყო რასისტული იდეოლოგიის პროპაგანდისტებისათვის. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დაუფარავად ამბობდნენ, რომ «ნსდაპ»-ის ფიურერს ებრაელი და ჩეხი წინაპრები ჰყავდა. ეს მოსაზრება, როგორც შემდგომში დადასტურდა საფუძველს მოკლებული უნდა იყოს, თუმც არც ამის არ არსებობა იქნა საბოლოოდ დამტკიცებული. თვითონ ჰიტლერისათვის ეს ყოველივე საკმარისი საბაბი იყო თავისი წარმომავლობა საიდუმლოდ შეენახა.
ბავშვობა

ალოის ჰიტლერის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს ბრაუნაუდან პასაუში, ლამბახიდან ლეონდინგში და საბოლოოდ ლინცში დაემკვიდრა. საერო სკოლებში, რომლებშიც პატარა ადოლფი სწავლობდა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მაგრამ ლინცის რეალურ სასწავლებელში იგი სიზარმაცის გამო 1900 წელს კლასში ჩატოვებულ იქნა.
მოგვიანებით ჰიტლერი თავის ამ სიზარმაცეს მამის მიმართ პროტესტით ამართლებდა, რომელსაც სურდა ადოლფსაც სახელმწიფო მოხელის სამსახური დაეწყო. ჰიტლერს თვითონ სურდა მხატვარი გამოსულიყო. რაც შეეხება „პროტესტს“, ეს ვერსია ნაკლებად დასაჯერებელია, რადგან ჰიტლერის მამა 1903 წელს გარდაიცვალა, როცა ადოლფი ჯერ კიდევ 13 წლის იყო და მამის სიკვდილის შემდეგაც ადოლფს სკოლაში უკეთესად არ უსწავლია. 16 წლის ასაკში ჰიტლერმა სკოლა მიატოვა და ვენაში წავიდა სამხატვრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.
ეუთანაზია

1939 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. «ტ-4 აქციის» შესახებ. ამ ბრძანებით მან ხელი შეუწყო “ეუთანაზიას” ანუ სულიერად და ფიზიკურად დაავადებული მახინჯი ადამიანების განადგურებას, რომელთა არსებობაც, მესამე რაიხის იდეოლოგიური ენით რომ ვთქვათ, “ცხოვრებისათვის არასაჭირო” იყო. «ტ-4 აქციის» რეალიზირება დაევალა “ფიურერის კანცელარიას” და მის ხელმძღვანელს ფილიპ ბოულერს. ბოულერის ბრძანებით ფსიქიატრიული დაწესებულებები, საავადმყოფოები და სამკურნალო სანატორიუმები ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებად იქნა გადაკეთებულნი. მხოლოდ მაშინდელი მესამე რაიხის ტერიტორიაზე 190.000-მდე სულიერად და ფიზიკურად ინვალიდი ადამიანი იქნა მოკლული - მომწამვლელი აირით, საწამლავით, დახვრეტით და შიმშილით.
გერმანიის ორივე ეკლესიის, კათოლიკურისა და პროტესტანტულის წარმომადგენლები - მაგ.: მიუნსტერის ეპისკოპოსი, კარდინალი გრაფი კლემენს აუგუსტუს ფონ გალენი - მკაცრად აკრიტიკებდნენ და ილაშქრებდნენ ეუთანაზიის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ნაცისტებს სააშკარაოზე არ გამოჰქონდათ ისინი პრაქტიკაში მაინც ტარდებოდნენ.
...
1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. 19 მარტს მან გასცა ე..წ. "ნერონის ბრძანება", რომელის მიხედვითაც უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ფიურერის ამ ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა. მან საკუთარი შტაბის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და მიუხედავად ბორმანის, კაიტელის და გიოტინგის მრავალჯერადი თხოვნისა უარა განაცხადა ბერლინის დატოვებაზე. თავის შეფ-ადიუტანტს იულიუს შაუბს ჰიტლერმა დაავალა მისი დოკუმენტების და კორენსპონდენციის რაიხსკანცელარიაში, ბუნკერში, მიუნხენში და ობერზალცბერგზე განადგურება.
მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორთავემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.
ფიურერის ბრძანების მიხედვით მისი და ევა ბრაუნის გვამები მარტინ ბორმანმა, ჰიტლერის კამერდინერმა ჰაინც ლინგემ, ადიუტანტმა ოტო გიუნშემ და ფიურერის დავცის რამდენიმე პირმა რაიხსკანცელარიის ეზოში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ ორმოში მოათავსეს, ბენზინი გადაასხეს,დაწვეს და შემდგომ მიწით დაფლეს. მაისის პირველ რიცხვებში საბჭოთა სპეცჯგუფმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დანახშირებული გვამები ამოთხარეს და რენტგენის სურათების და კბილების სქემის მიხედვით ამოიცნეს. სსრკ გვამების პოვნას ათწლეულების მანძილზე პოლოტიკური მოსაზრებებით საიდუმლოდ ინახავდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 70-იან წლების დასაწყისში ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გვამები, რომლებიც მაგდებურგში ერთ-ერთ საბჭოთა ყაზარმის ეზოში იყო დამარხული, კგბ-ის მაშინდელი შეფის ანდროპოვის ბრძანებით დაფერფლილ იქნა და ფერფლი მდ. ელბაში იქნა გადაყრილი.
ჰიტლერის ოჯახი

ევა ბრაუნი (1912-1945) - ჰიტლერის მეუღლე.
ალოის ჰიტლერი (1837-1903) - ჰიტლერის მამა.
კლარა ჰიტლერი (1860-1907) - ჰიტლერის დედა.
ალოის ჰიტლერი უმცროსი (1882-1956) - ჰიტლერის ნახევარძმა.
ანგელა ჰამიჩი (1882-1949) - ჰიტლერის ნახევარდა.
გუსტავ ჰიტლერი (1885 – 1887) - ჰიტლერის უფროსი ძმა.
იდა ჰიტლერი (1886 - 1888) - ჰიტლერის უფროსი და.
ოტო ჰიტლერი (1887 – 1887) - ჰიტლერის უფროსი ძმა.
ედმუნდ ჰიტლერი (1894 – 1900) - ჰიტლერის უმცროსი ძმა.
პაულა ჰიტლერი (1896 – 1960) - ჰიტლერის უმცროსი და.
უილიამ პეტრიკ ჰიტლერი (1911 – 1987) – ჰიტლერის ძმისშვილი.
გელი რაუბალი (1908-1931) - ჰიტლერის დისშვილი.
კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 990 | დაამატა: abcd | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  ივლისი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Free site builder - uCoz