ფრანსისკო ფრანკო (ესპ. Francisco Paulino Hermenegildo Teódulo Franco Bahamonde) (4 დეკემბერი, 1892, ელ-ფეროლი, გალისია — 20 ნოემბერი, 1975, მადრიდი) იყო ესპანეთის დიქტატორი 1939 წლიდან მის სიკვდილამდე 1975. გენერალსიმუსი. ასევე ცნობილია როგორც კაუდილიოს ტიტულით. ხელისუფლებაში ავიდა სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ 1936-1939 წლებში. ფრანსისკო ფრანკო ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელი და გახდა სამხედრო ფლოტის მეზღვაური მაგრამ ესპანეთის დამარცხებამ ესპანეთ-ამერიკის ომში 1898 წელს მიიყვანა საქმე იქამდე რომ სამუშაო ადგილები ფლოტში სერიოზულად შემცირდა და მდგომარეობიდან გამომდინარე ფრანკო მამის თხოვნით ჩაირიცხა ესპანეთის ქვეითთა აკადემიაში ხოლო მისი ძმა რამონ ფრანკო გახდა ცნობილი ავიატორი. ქვეითთა აკადემიის დასრულების შემდეგ ტოლედოში 1910 წელს მან დაჰყო 2 მშვიდი წელი ესპანურ გარნიზოში რომელიც დისლოცირებულ იყო მის მშობლიურ ქალაქ ელ ფეროლში,თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე წავიდა საომრად მაროკოში. ამ ომში მას მიეცა საშუალება მიეღო საბრძოლო გამოცდილება და გაეკეთებინა სამხედრო კარიერა.პრაქტიკაში ეს ნიშნავდა უმძიმეს გამოცდილებას ცოცხლად გადარჩენისათვის უსასტიკესი ომის პირობებში. ფრანკომ სწრაფადვე გამოიმუშავა კარგი ოფიცრის რეპუტაცია.მან დაჰყო 11 წელი საერთო სირთულეებით,რეგულარულ ჯარებში,შემდგომ კი ესპანურ უცხოურ ლეგიონში.(რომელიც თვისობრივად წააგავდა ფრანგულ უცხოურ ლეგიონს) 1912 დან 1916 წლამდე და 1920 წლიდან 1926 წლამდე მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი რიფელი კაბილების წინააღმდეგ ომში,გაიარა გზა ლეიტენანტიდან გენერლამდე.1916 წელს 23 წლის ასაკში ფრანკო დაიჭრა მაგრამ გახდა ყველაზე ახალგაზრდა კომენდანტე (მაიორი) ესპანურ არმიაში,ხოლო 33 წლის ასაკში კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენერალი.1926 წელს ის დაინიშნა ქვეითთა ბრიგადის მეთაურად მადრიდში,1928 წელს კი დაინიშნა ახლად შექმნილი სარაგოსას სამხედრო აკადემიის დირექტორად. ცივი ომის დაწყებისთანავე 50 იან წლებში დაიწყო ესპანეთის დიპლომატიური ცნობა.მეორე მსოფლიო ომის პერიოდშივე ფრანკომ დაიწყო ფაშისტური პარტიის(ესპანური ფალანგის)გავლენის შემცირება,ხოლო ომის შემდეგ პარტიის საქმე მხოლოდ სოციალურო საქმით შემოიფარგლებოდა მსგავსად საბჭოთა პროპკავშირებისა,პარტიის სახელი შეიცვალა და დაერქვა ნაციონალური მოძრაობა.ფრანკოს ინიციატივით გატარდა ნაციონალური შერიგების პოლიტიკა რაც გამოიხატა მემორიალში რომელიც მიეძღვნა ყველა დაღუპულს სამოქალაქო ომში.თუმცა პოლიტიკური რეპრესიები (მემარცხენეების,სეპარატისტების კატალონიიდან და ბასკეთიდან) გაგრძელდა მის სიკვდილამდე. 50 იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო ესპანური ეკონომიკური საოცრება,ესპანეთი გამოვიდა ევროპის ერთ ერთი უაღარიბესი ქვეყნის მდგომარეობიდან და შემდგომ წლებში დაიკავა მეორე ადგილი ეკონომიკური განვითარების ტემპებით (იაპონიის შემდეგ) ბევრი მინისტრი,შემქმნელები ეკონომიკური საოცრებისა იყვენე კათოლიკური ორდენის Opus Dei წევრები. 60 იანი წლების დასასრულს დაიწყო პოლიტიკური რეფორმები,მიღებულ იქნა კანონი პრესის თავისუფლების და არაპოლიტიკური შეკრებების შესახებ.ასევე მირებულ იქნა კანონი ადამიანის უფლებების შესახებ რამაც საფუძველი მოუმზადა ქვეყანას მშვიდობიანად გადასულიყო კონსტიტუციურ მონარქიაზე. მთელი ეს დრო 1947 წლიდან მოყოლებული ესპანეთი ითვლებოდა მონარქიულ ქვეყნად მეფის ვაკანტური ადგილით,ბოლო პერიოდში ფრანკომ მიიღო გადაწყვეტილება რომ მეფე მისი სიკვდილის შემდეგ უნდა გამხდარიყო პრინცი ხუან კარლოსი,რაც განხორციელდა 1975 წელს. მეფემ ესპანეთისა ხუან კარლოსმა პირველმა დაასრულა ქვეყის ავტორიტარულიდან დემოკრატიულ რეჟიმზე ქვეყნის გადაყვანის პროცესი. 1973 წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი ადმირალ ლუის კარერო ბლანკოსთან შეთანხმებით(რომელიც მოკლულ იქნა იმავე წელს ეტას მიერ) ფრანსისკო ფრანკო დაკრძალულია მადრიდში დაცემულთა ველზე რომელიც ეძღვნება ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპუ ადამიანებს და რომელიც შეიქმნა სპეციალურად ფრანკოსთვის.
|