შაბათი, 2024-05-18, 8:53 AM
www.tava.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
თამაშები [2]
პროგრამები [81]
სპორტი [8]
სურათები [142]
მუსიკები [100]
მობილურებისათვის [3]
იუმორი [65]
ვიდეოები [228]
ფილმები [68]
ჩვენი ტაძარი [6]
ჩვენი გამოკითხვა
XO MAGARI SAITIA ALL?
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 26 » სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
9:24 PM

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
ღამენათები და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალები
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვა

კატეგორია: ჩვენი ტაძარი | ნანახია: 1604 | დაამატა: abcd | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz