შაბათი, 2024-05-18, 7:06 AM
www.tava.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
თამაშები [2]
პროგრამები [81]
სპორტი [8]
სურათები [142]
მუსიკები [100]
მობილურებისათვის [3]
იუმორი [65]
ვიდეოები [228]
ფილმები [68]
ჩვენი ტაძარი [6]
ჩვენი გამოკითხვა
XO MAGARI SAITIA ALL?
სულ პასუხი: 61
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » იერუსალიმი
იერუსალიმი
8:48 AM
იერუსალიმი (ებრ. ירושלים - იერუშალაიმი, არაბ.: القُدس - ალ-კუდსი (ქართ. - წმინდა); ან أُورْشَلِيم - ურშალიმ - მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი). -- ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის - მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695,000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.
ძველი ქალაქი
ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროზა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.
ახალი ქალაქი
ახალი ქალაქი უბნებადაა გაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.
კატეგორია: ჩვენი ტაძარი | ნანახია: 639 | დაამატა: abcd | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz